saqarTvelos mRvimeebi - arfxos Saxti
კარსტული წარმონაქმნი ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, გაგრის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მჭიშთის აუზში, ზღვის დონიდან 525 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. შახტს განიერი ჩასასვლელი აქვს (დიამეტრი 7-8 მ). ზედაპირიდან 35 მეტრზე შახტი აჩენს მოზრდილ საფეხურს და სწრაფად უკავშირდება უფრო მცირე სიღრმის შახტს.
შახტის სიღრმე 60 მ-ს აღწევს. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება სტალაქტიტები, ფარდები და კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან დროებითი ნაკადების მიერ ზედაპირიდან ჩატანილი ნაშალი მასალა. ჰავა სტატიურია. ჩაედინება დროებითი ნაკადები. საჭიროა სპელეოლოგიური საჭურველი.